ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მართლა ვერავინ გაბედავს და ჩაერევა კერძო საკუთრებაში

ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მართლა ვერავინ გაბედავს და ჩაერევა კერძო საკუთრებაში

პრემიერ-მინისტი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ბიზნესმენებს თხოვს, მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ პარტნიორებთან საქართველოს რეკლამირება მოახდინონ.

როგორც ივანიშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ბიზნესკომპანიებს წლიურად საშუალოდ 16 %-იანი გადასახადის გადახდა უწევთ, რაც "საინტერესო რიცხია".
"16 %-იანი გადასახადი წლის განმავლობაში, რაც საშუალოდ გამოდის, ეს არის ძალიან საინტერესო რიცხვი ბიზნესისთვის, მით უმეტეს მაშინ, თუ ამას ახლავს ის ძირითადი პრინციპი, რაც არ იყო საქართველოში და, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ – ვგულისხმობ სახელმწიფოს მიერ კანონის დაცვას და არ კერძო საკუთრებაში ჩაურევლობას. ჩემი თხოვნა იქნება, თქვენს პარტნიორებს მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ სქართველო საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციებისთვის და აქ არსებობს შეღავათიანი გადასახადი. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად, რეკლამა გაუკეთოთ ჩვენს ქვეყანას", - მიმართა ივანიშვილმა ბიზნესმენებს.

ამასთან, პრემიერმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მისცა პირობა, რომ სახელმწიფო მათ საქმიანობაში აღარ ჩაერევა.

"წინა ხელისუფლება ახერხებდა რეიტინგებში ადგილების მოპოვებას, მაგრამ იქ ბევრი იყო ხელოვნურობა და სიყალბე. ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ მართლა ვერავინ გაბედავს და ჩაერევა კერძო საკუთრებაში", - დასძინა პრემიერმა ივანიშვილმა.