"ყაზტრანსგაზში" დიაგნოსტიკური ლაბორატორიის თანამშრომლები გაიფიცნენ

"ყაზტრანსგაზში" დიაგნოსტიკური ლაბორატორიის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ქავთარაძის #21-ში აქციას მართავენ და ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის ძველი პირობების დაბრუნებას ითხოვენ.

კერძოდ, აქციის მონაწილეების განცხადებით, ლაბორატორიის თანამშრომლები 36-დან 15-მდე შეამცირეს. მათივე თქმით, ასევე შემცირდა ხელფასები და შეიზღუდა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.

გაფიცულების თქმით, "ყასტრანსგაზის" დიაგნოსტიკური ლაბორატორია უსაფრთხოების თვალსაზრისით მუშაობას სრულყოფილად ვერ ახერხებს.

"ლაბორატორია ადგენს მიწისქვეშა გაზის მილების აფეთქების რისკებს. ლაბორატორიას 300 თანამშრომელი ემსახურებოდა, შემდეგ მათი რაოდენობა 36-მდე შეამცირეს, ახლა კი - 15-ია. შეამცირეს ხელფასებიც და ტექნიკური საშუალებები, ამ პირობებში უსაფრთხოება ვერ იქნება სათანადოდ დაცული. ვითხოვთ ძველი პირობების დაბრუნებას", - აცხადებენ თანამშრომლები.