ქეთევან წამებულის გამზირზე

ქეთევან წამებულის გამზირზე "საქართველოს ფოსტის" შენობა გაქურდეს

ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე "საქართველოს ფოსტის" შენობა ღამით გაქურდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფოსტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნია ქირიამ განუცხადა, ამ დროისთვის არც მძარცველების ვინაობა და არც წაღებული თანხის ოდენობა დადგენილი არ არის.

"ზარალის შესახებ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მივლენ და ყველაფერს დაადგენენ", - განაცხადა ქირიამ.

მისივე განმარტებით, შენობაში ვიდეოკამერა დამონტაჟებული არ ყოფილა.

ქეთევან წამებულის # 84-ში, სადაც "საქართველოს ფოსტის" ოფისი მდებარებს, გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.
არსებული ცნობით, ამოღებულია თითის ანაბეჭდები და სხვადასხვა სახის ნივთმტკიცებულება.