ირაკლი ალასანია ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდება

ირაკლი ალასანია ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის თარიღი უახლოეს დღეებში გაირკვევა. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი პოლიტიკურად უკვე გადაწყვეტილია; დღეს კი, ალასანია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ვიზიტის თარიღი გაირკვევა.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ბრიუსელში ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდება.

"დღეს ითქვა, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩვენ პარტნიორებთან ვმუშაობდით, რათა ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური ვიზიტი წელს განხორციელებულიყო საქართველოში. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ალიანსი საქართველოს თანამონაწილეობას, როგორც საერთაშორისო ოპერაციებში, ისე თავად ღირებულებას, რასაც ნატო-სთვის საქართველო, როგორც ასპირანტი და მომავალი წევრი ქვეყანა წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.