მაია ფანჯიკიძე დღეს საპარლამენტო უმცირესობას შეხვდება

მაია ფანჯიკიძე დღეს საპარლამენტო უმცირესობას შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს, ქუთაისში საპარლამენტო უმცირესობას შეხვდება . ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უმცირესობამ მიიწვია პარლამენტში, რადგან, როგორც ჩანს, გარკვეული შეკითხვები აქვთ. "მე ორჯერ ვერ მოვახერხე წასვლა მათი მოპატიჟების შემდეგ და ჩვენ ახლა გამოვძებნეთ თარიღი, როდესაც ეს მეც შემიძლია და მათაც შეუძლიათ. მე ხვალ მივდივარ პარლამენტში, რათა ვუპასუხო მათ შეკითხვებს. ამავე დროს, მე თვითონ მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა და იმედი მაქვს, რომ ისინიც გასცემენ პასუხს ჩემს შეკითხვებს", - განაცხადა გუშინ მაია ფანჯიკიძემ.