საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე ამ სფეროს 200-ზე მეტი წარმომადგენელია მიწვეული.
შეხვედრა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 11:00 საათისთვის არის დანიშნული.
ბიძინა ივანიშვილმა პირველი შეხვედრა ბიზნესმენებთან 2012 წლის 5 ოქტომბერს გამართა.