ევროკავშირის საბჭო

ევროკავშირის საბჭო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ ბრიუსელში მიღებულ დასკვნას აქვეყნებს

ევროკავშირის საბჭო აქვეყნებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ დასკვნას, რომელიც საბჭომ 18 თებერვალს, ბრიუსელში მიიღო. 

დასკვნაში ნათქვამია, რომ საბჭო მოუთმენლად ელის 2013 წელს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში არჩევნების გამართვას.

`საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ `აღმოსავლეთ პარტნიორობას" საფუძვლად უდევს საერთაშორისო უფლებები და ფუნდამენტური ფასეულობები, მათ შორის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა, ისევე, როგორც საბაზრო ეკონომიკა, მდგრადი განვითარება და კარგი მმართველობა.

ვილნიუსში გასამართ `აღმოსავლეთ პარტნიორობის~ სამიტამდე, საბჭო ხაზს უსვამს, რომ რეფორმის ტემპები განსაზღვრავს თანამშრომლობისა და პარტნიორობის ინტენსიურობას. რეფორმებში ყველაზე მეტად ჩართული ქვეყნები კი მეტ სარგებელს მიიღებენ ევროკავშირთან მათი ურთიერთობებისგან. ამ კონტექსტში, საბჭო მოუთმენლად ელის 2013 წელს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში არჩევნების გამართვას და ხაზს უზვამს მათი გამართვის მნიშვნელობას საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებით", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში.

საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ ევროსაბჭომ ყველა მხარეს მოუხმო მოლდოვასთან, საქართველოსა და სომხეთთან ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განვითარებისკენ, რათა სამიტისთვის ეს პროცესი უკვე ფინალურ ფაზაში იყოს.

`საქართველოსთან სავიზო დიალოგი სწრაფად პროგრესირდება და სამიტის ჩატარების დროისთვის, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მომავალში განხორციელება განხილვის საგანი უნდა იყოს", - ნათქვამია დასკვნაში.

ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამამ (EAPIC) მოლდოვაში, სომხეთსა და საქართველოში რეფორმებისთვის უზრუნველყო დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, "ბევრი უფრო ბევრისთვის" პრინციპის შესაბამისად.