ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ხვალ, მთავრობის კანცელარიას 20 ათას ხელმოწერას ჩააბარებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
საქმე ეხება რუსთავის მოსახლეობისთვის 300-ლარიანი ვაუჩერების დარიგების ინიციატივას, რომლითაც გუბერნატორი 5 თებერვალას გამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე ხელმოწერები შეგროვდა.
ხელმოწერებს დავით კირკიტაძე რუსთავის საკრებულოს წევრებთან ერთად მთავრობის კანცელარიაში 10.30 საათზე მიიტანს.