ათი თვის ბაბარე რაფალიანცის ოჯახი ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს

ათი თვის ბაბარე რაფალიანცის ოჯახი ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს

ათი თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე საუბრობს.

როგორც ჩვილის დეიდა და ბებია ირწმუნებიან, არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი პიროვნება ბავშვის მკვლელობას აღიარებს და შემკვეთსაც ასახელებს. მათი მტკიცებით, ვიდეოჩანაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი.

ბარბარე რაფალიანცის დეიდის, დალი მექერიშვილის თქმით, იგი დღეს თბილისში იმყოფებოდა და შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი არ შეხვდა. მისი განცხადებით, ის სამინისტროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა მიიღო, რომელსაც აღნიშნული ვიდეოჩანაწერის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ამაზე რეაგირება არ ხდება.

მექერიშვილები ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმის დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვენ.