"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი "დაბი ჯგუფის" ხელმძღვანელობას შეხვედა

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე "დაბი ჯგუფის" ხელმძღვანელობას შეხვედა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საპარტნიორო ფონდიდან" აცნობეს, შეხვედრის მიზანი "დაბი ჯგუფის" მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების შეფასებაა.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, "დაბი ჯგუფის" ინვესტიციის მთლიანი რაოდენობა საქართველოში დღეის მდგომარეობით, 180 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

"შეხვედრაზე განვიხილეთ დამატებითი საინვესტიციო წინადადებები, რადგან მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქალ ნაჰაიანი და "დაბი ჯგუფი" საქართველოში მეტ საინვესტიციო პოტენციალს ხედავს და, შესაბამისად, მზად არის დამატებით განიხილოს რამდენიმე დიდი მოცულობის პროექტი", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.