საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარში 665 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარში 665 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საგარეო ვაჭრობის იანვრის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2013 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 665 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქსტატიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ერთი პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტის მაჩვენებელი იანვარში 196 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 25 პროცენტით გაზრდილია.

ამასთან, წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით ნაკლებია იმპორტის მაჩვენებელი - 468 აშშ. დოლარი. იანვრის თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 272 მლნ აშშ დოლარია და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტს უტოლდება.

საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებელი მაჩვენებელი 25 თებერვალს გამოქვეყნდება.