არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირი, მთავრობასა და პარლამენტს სპეციალურ მიმართვას გაუგზავნიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მიმართვის ავტორებმა აცნობეს, ხვალ, პროფესიული კავშირების გაერთიანებაში, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ ერთობლივ მიმართვას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისადმი.
მიმართვის ძირითადი ადრესატები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არიან.
მიმართვა საქართველოს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხება. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მიაჩნიათ, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არაერთ ნაკლოვანებას შეიცავს და კოდექსში ცვლილებების შეტანა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.