კასპის პოლიციასთან მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

კასპის პოლიციასთან მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

კასპის პოლიციის შენობასთან მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, შიდა ქართლის 

სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს შენობის წინ, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. შედეგად, პოლიციის შენობის მინები ჩაიმტვრა, დაზიანდა ფასადი, ასევე შესასვლელთან მდგომი ავტომანქანა.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ერთიდან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.