კასპის პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა

კასპის პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა

რამდენიმე წუთის წინ კასპის პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. დაზიანებულია ერთი ავტომანქანა, ჩამსხვრეულია მინები.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.