პარტია

პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მდივნად ელისო ჩაფიძე დაინიშნა

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს მდივნად ელისო ჩაფიძე დაინიშნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართული სხდომიდან გამოსულმა ირაკლი ტრიპოლსკიმ განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, პარტიის აღმასრულებელი მდივნის მოვალეობას კი, დროებით გივი ჭიჭინაძე შეასრულებს. როგორც ირაკლი ტრიპოლსკიმ განმარტა, პოლიტსაბჭოს სხდომა ბიზნესცენტრში ჯერ არ დასრულებულა და პოლიტსაბჭოს წევრები სხვა ორგანიზაციული საკითხებზე მსჯელობენ.

პოლიტსაბჭოს სხდომა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცეტრში 15:00 საათიდან მიმდინარეობს. თუმცა მას თავად პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე აღარ ესწრება.