მაია ფანჯიკიძე ჰელენ კლარკს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ჰელენ კლარკს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორს ჰელენ კლარკს შეხვდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა შეეხებოდა გაერო-ს განვითარების პროგრამას და იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათ ახალ პროგრამას, რომელიც ნდობის აღდგენას და კონფლიქტებზე სწრაფ რეაგირებას მოიცავს. გარდა ამისა, ვილაპარაკეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ჟენევის ფორმატი, ასევე როგორ მიმდინარეობს რუსეთთან ახლად შექმნილი ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.