გოგა ხაჩიძე –

გოგა ხაჩიძე – "ნაციონალურ მოძრაობაში" ვირთხები აღმოჩნდნენ

გამოჩნდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ვირთხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ხაჩიძის განცხადებით, პარტიაში არიან ისეთი ადამიანები, მათ შორის ისიც, რომლებიც არ აპირებენ პარტიის დატოვებას არანაირი ფასის თუ ზეწოლის სანაცვლოდ.

"მე მინდა ვუთხრა მთელ უმრავლესობას, ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ვირთხები, რომლებიც პირველი დღიდან გაიქცნენ იქ, სადაც გარბიან ხოლმე ვირთხები და შემდეგ გამორბიან ხოლმე", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

მან დღეს კომენტარი გააკეთა ზურა გაჩეჩილაძის, იგივე შონზოს მიერ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" დატოვების შესახებ. მისი თქმით, პირადად არ უსაუბრია ზურა გაჩეჩილაძესთან და უჭირს რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება.

ამასთან, გოგა ხაჩიძე აცხადებს, მან კარგად იცის, როგორი განწყობა ჰქონდა ზურა გაჩეჩილაძეს 8 თებერვალს, რადგან იმ დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა. შესაბამისად, დეპუტატი აცხადებს, რომ ამის შემდეგ გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება საკრებულოს ფრაქციის დატოვების შესახებ მისთვის უცნაური იყო.