ეკა ბესელია - როგორც ჩანს, კობა დავითაშვილს ყურადღება დავაკელით

ეკა ბესელია - როგორც ჩანს, კობა დავითაშვილს ყურადღება დავაკელით

"როგორც ჩანს, კობა დავითაშვილს ყურადღება დავაკელით", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია თანაგუნდელი დეპუტატის კრიტიკულ განცხადებას. 

მისივე განმარტებით, თუ დავითაშვილს სურვილი აქვს უმრავლესობასთან რიგ საკითხზე გაფართოებულ ფორმატში ისაუბროს, მას ამის საშუალება მიეცემა.

"თუ კობას აქვს განცდა, რომ მას არ უსმენენ, მას ამის საშუალება მიეცემა. ის ჩვენი თანაგუნდელია და არ მინდა თავი უყურადღებოდ და გარიყულად იგრძნოს. როგორც ჩანს, ყურადღება დავაკელით და ამის გამო მე ძალიან შეწუხებული ვარ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, მან პარლამენტის შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კანდიდატებზე შერჩევა მიმდინარეობს.
"შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება არა პარტიულ ნიშანს, არამედ კანდიდატის პირად თვისებებს, გამოცდილებას და საპარლამენტო მუშაობის უნარ-ჩვევებს", - აღნიშნა ბესელიამ.