ვასილ კიკვიძის ძეგლზე უცნობმა პირებმა წარწერა -

ვასილ კიკვიძის ძეგლზე უცნობმა პირებმა წარწერა - "ჩამომიღეთ" გააკეთეს

ქუთაისში, ვასილ კიკვიძის ძეგლზე უცნობმა პირებმა წარწერა - "ჩამომიღეთ" გააკეთეს. ეს მეორე შემთხვევაა, როცა მსგავსი საქციელით კიკვიძის ძეგლის აღებას ითხოვენ.

რევოლუციონერი ვასილ კიკვიძე წარმოშობით ქუთაისელი იყო და ქუთაისში მისი სახლ-მუზეუმიც არსებობდა. ამჟამად კიკვიძის ძეგლი აბაშიძის გამზირზე, ერთ-ერთ სკვერში დგას.

აღნიშნული ფაქტი ვანდალიზმად შეაფასა იქ შეკრებილთა ერთმა ნაწილმა, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ძეგლის აღების მოთხოვნა სამართლიანია.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ქუთაისის არქიტექტორმა ვასილ მებურიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, თუკი იქნებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მოთხოვნა, თვითმმართველობა იფიქრებს ძეგლის გადატანაზე.