მანანა კობახიძის მტკიცებით, კოალიციაში არანაირი პოლიტიკური ელიტა არ არსებობს

მანანა კობახიძის მტკიცებით, კოალიციაში არანაირი პოლიტიკური ელიტა არ არსებობს

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის მტკიცებით, კოალიციაში არანაირი პოლიტიკური ელიტა არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით დეპუტატ კობა დავითაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მანანა კობახიძე არ ეთანხმება.

მისი თქმით, კოალიციაში არიან მასში შემავალი პარტიათა ლიდერები და არც ერთ მათგანთან კობა დავითაშვილს ურთიერთობის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ გააჩნია.

"ვფიქრობთ, რომ ვიდრე ის ამის შესახებ საჯარო განცხადებას გააკეთებდა, თუკი რაიმე პრობლემა იყო კომუნიკაციის მხრივ, სჯობდა ეს საკითხი კოალიციის შიგნით განეხილა და არა ისე, რომ საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომელსაც პირადად მე არ ვეთანხმები. კობა დავითაშვილს არც ერთ ლიდერთან ურთიერთობის მხრივ არანაირი პრობლემა არა აქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.