"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს მდივნის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს მდივნის ვინაობა დღეს, პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. 

ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოში ბევრი ადამიანია, რომელსაც პარტიის შენების გამოცდილება აქვს.

ამასთან, სესიაშვილის განცხადებით, შუალედური არჩევნები პარტიისთვის იქნება ტესტი, რომლისთვისაც საფუძვლიანად მოემზადებიან.

როგორც ცნობილია, პრემიერ ბიძინა ივაშვილისა და პარტიის პოლიტსაბჭოს შეხვედრა დღეს, 15.00 საათისთვის არის დაგეგმილი.