ბიძინა ივანიშვილი – გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვები სამსახურიდან საკუთარი განცხადებით გათავისუფლებაზე

ბიძინა ივანიშვილი – გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვები სამსახურიდან საკუთარი განცხადებით გათავისუფლებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია, რატომ ჩნდება შეკითხვები საჯარო სამსახურიდან თანამდებობის პირების საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შესახებ. 

"გაუგებარია, რომ ჩნდება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ თავისუფლდებიან საჯარო სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. აბა როგორც უნდა გათავისუფლდნენ, ეს კითხვა დამრჩა და იქნებ განმიმარტოთ", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციისას. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელ ლევან ნატროშვილს, რომელმაც საჯარო სამსახურებიდან ადამიანთა გახშირებული გათავისუფლების ტენდენციასთან დაკავშირებით გარკვეული კრიტიკული შენიშვნა დააფიქსირა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელმძღვანელობის ცვლილებამ ამა თუ იმ უწყებიდან თანამშრომელთა გადინება არ უნდა გამოიწვიოს.

"რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უნდა დარჩეს სამსახურში. გეთანხმებით იმაშიც, რომ კონკურსის წესით უნდა ხდებოდეს ახალი კადრების შერჩევა და სწორედ ეს უნდა იყოს ძირითადი. ჟურნალისტებთან ამ საკითხზე განცხადება გავაკეთე და მათ არასწორად გაიგეს და შეაფასეს ჩემი ნათქვამი - თითქოს მე კონკურსის გარეშე თანამშრომელთა მიღების წახალისებას ვახდენდე", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან მან საკონსტიტუციო ცვლილებებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამის აუცილებლობას ყველა აღიარებს.

"როგორც ექცეოდნენ კონსტიტუციას, ესაა სირცხვილი. ჩემს შემთხვევაში კონსტიტუცია ისე დააყენეს ყირაზე, რომ მთავრობას ვმართავ როგორც ფრანგი და ევროპელი", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მთავრობის 100-დღიანი მუშაობის შესახებ ანგარიში მოამზადეს – "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" და "სამარათლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ. ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.