ბიძინა ივანიშვილი - ამნისტიის კანონთან დაკავშირებით კითხვები მეც მქონდა

ბიძინა ივანიშვილი - ამნისტიის კანონთან დაკავშირებით კითხვები მეც მქონდა

ამნისტიის კანონთან დაკავშირებით კითხვები მეც მქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პატიმრების უმრავლესობა სასჯელს უკანონოდ იხდიდა , - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშს, რომელშიც ამნისტიის კანონსა და უშუალოდ პოლიტპატიმართა სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნებია გამოთქმული. 

"აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ კითხვები დარჩა. კითხვები მქონდა პირადად მეც, მაგრამ ამ პროცესში აბსოლუტურად არ ჩავრეულვარ. როგორიც გამოვიდა, ასეთი გამოვიდა. კითხვები არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პატიმრების უმრავლესობა სასჯელს უკანონოდ იხდიდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი უხარვეზო არ იყო და იდეალურად ვერ წარიმართა, მაინც ვფიქრობს, რომ საერთო ჯამში მასშტაბური ამნისტია უნდა განხორციელებულიყო.

ამასთან, ივანიშვილის თქმით, წინა ხელისუფლებისგან ძალიან რთული მემკვიდრეობა მიიღეს და გასულ 3 თვეში ყველა პრობლემის უხარვეზოდ გადაჭრა შეუძლებელია.

"არ ვაპირებ ყოფილი მთავრობის კრიტიკას, ვაპირებ, პასუხი გავცე კრიტიკულ შენიშვნებს, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ რთული მემკვიდრეობის პირობებში ბევრი საკითხის სამ თვეში გადაჭრა შეუძლებელი იყო. გეთანხმებით და მეც არ ვარ კმაყოფილი ბევრი საკითხით, მაგრამ სამი თვე ყველა პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად ძალიან ცოტა დროა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.