რუსი სპეციალისტები საქართველოს, სავარაუდოდ, 21 ან 25 თებერვალს ეწვევიან

რუსი სპეციალისტები საქართველოს, სავარაუდოდ, 21 ან 25 თებერვალს ეწვევიან

"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოს, სავარაუდოდ, 21 ან 25 თებერვალს ეწვევიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დაზუსტებული პასუხი ამ თემაზე დღის ბოლომდე ეცოდინება. 

"ეს გამოიწვია იმან, რომ დაკავებულები არიან შიდა საკითხებით და ორგანიზებისთვის მეტი დრო დასჭირდათ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რუსული მედიის ცნობით, ონიშენკოს უწყების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლას მიმდინარე კვირას გეგმავენ. გენადი ონიშენკო კი "ინტერფაქსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართულ მხარესთან უკვე შეთანხმებულია "ინსპექციის მარშრუტი, რომელშიც ყველა მინერალური წყალი, მათ შორის, "ნაბეღლავი" და "ბორჯომი" შევიდა".