გარი კასპაროვი – სოჭის ოლიმპიადა პუტინისთვის კატასტროფა იქნება

გარი კასპაროვი – სოჭის ოლიმპიადა პუტინისთვის კატასტროფა იქნება

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ჭადრაკში მსოფლიოსა და ოლიმპიადის მრავალგზის ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი დარწმუნებულია, რომ სოჭის ოლიმპიადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის კატასტროფა იქნება. 

როგორც ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში გარი კასპაროვმა განაცხადა, გასარკვევი მხოლოდ ის არის, თუ რა მასშტაბის იქნება ეს კატასტროფა.

"პუტინს და მის ხალხს 6 წელი ჰქონდათ, დახარჯულია 50 მილიარდი დოლარი, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ობიექტიების დიდი ნაწილი დასრულებული არ არის. მე არ ვიცი, რას ემყარება ზოგიერთების იმედები, რომლებიც აცხადებენ, რომ დარჩენილ 10 თვეში ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება", - განაცხადა კასპაროვმა.

მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ ფულში არ არის, რადგან დასრულებული ობიექტებიც კი არ არიან მზად ექსპლუატაციაში შესვლისთვის.

"მე წავიკითხე ძალიან ბევრი შენიშვნა უცხოელი სპორტსმენების, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და რომლებიც ყინულის ხარისხზე ჩივიან", - განაცხადა კასპაროვმა. მისივე თქმით, ადრე თუ გვიან ასეთი მსგავსი რამ ყველა დიქტატორს ემართება.

"ამინდზე და ლანდშაფტზე გამარჯვების მცდელობა თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული", - დასძინა გარი კასპაროვმა.