გარი კასპაროვი:

გარი კასპაროვი: "შეუძლებელია, რუსეთში ისეთი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, როგორც – საქართველოში"

მსოფლიოს თეთრმეტგზის ჩემპიონის ჭადრაკში გარი კასპაროვის აზრით, შეუძლებელია, რუსეთში ისეთი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, როგორც – საქართველოში.

ამის შესახებ კასპაროვმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დირექტორთან ზურაბ აზმაიფარაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე მეჩვენება, რომ ოქტომბრის არჩევნების შედეგები კრემლისთვის შოკი იყო, რადგან იქ დარწმუნებული იყვნენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხელისუფლება დემოკრატიული გზით არ იცვლება. იმ ფაქტმა, რომ საქართველოში მთავრობა ხალხის ნების გამოხატვით შეიცვალა, მგონი, კრემლში რაღაც გეგმები ჩაშალა. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთში პუტინის რეჟიმის შეცვლა არჩევნების შედეგად არ მოხდება და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სკამი დიდი ხანის განმავლობაში შეინარჩუნოს", - განაცხადა კასპაროვმა.