საგამოძიებო სამსახურში ნიკოლოზ ხაჩირაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

საგამოძიებო სამსახურში ნიკოლოზ ხაჩირაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკოლოზ ხაჩირაშვილს კითხავენ. 

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს ნიკო ხაჩირაშვილმა განუცხადა, მისი დაკითხვა კვლავ"თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე მიმდინარეობს.

"დასაქმების სექტორში ჩართულ ადამიანებს ჩვენი ქალაქის სასარგებლოდ წვლილი აქვთ შეტანილი, ეს ადამიანები იყვნენ აქტიური რგოლები და ძალიან ბევრი რამ, რამაც შეცვალა ჩვენი ქალაქი ამ ადამიანების დამსახურებაა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი", - განუცხადა ჟურნალისტებს დაკითხვაზე შესვლამდე ხაჩირაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნიკო ხაჩირიშვილი დაკითხვაზე მეორედ იმყოფება.