თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისი“- ს თავჯმდომარის გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისი“- ს თავჯმდომარის გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივა

მიზანმიმართულ პროვოკაციებში კარგად გაწვრთნილ „ნაცმოძრაობის“ წევრებს აქვთ მცდელობა, ქვეყანა დაძაბულობის ექსკალაციამდე მიიყვანონ. მას შემდეგ, რაც დეპუტატმა უნიჭო ხულიგნობის საუკეთესო შოუ დადგა მაესტროს პირდაპირ ეთერში, სერგო რატიანის მხრიდან ტელევიზიით ბოდიშის მოხდა პოლიტიკური სპეკულაციაა და მეტი არაფერი. კრიმინალური სამყაროს „დამგმობი“ „ნაცმოძრაობის“ წევრმა პირდაპირ პროპაგანდა გაუწია კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც „კმარას“ ნაცადი ხერხებით ჯერ კიდევ ეროვნული ბიბლიოთეკის წინ დაიწყო.

სერგო რატიანმა გიგი უგულავას მიერ დაწყებული „საქმე“ ქუჩიდან ახლა უკვე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიტანა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ კოჰაბიტაციის ტერმინს ამოფარებული „ნაცმოძრაობის“ დაჯგუფება ქვეყანაში სიტუაციის ექსკალაციითა და დაძაბულობის პროვოცირებით არის დაკავებული. ცდილობს დისკრედიტაცია გაუკეთოს ქვეყანას და დღევანდელ ხელისუფლებას. მივმართავ ქართულ საზოგადოებას: შეიქმნას დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ დღიდან „ნაცმოძრაობის“ მიერ დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელ დოკუმენტაციასა და ვიდეომასალას წარუდგენს განსჯისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქართულ საზოგადოებას.