საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

დღეს, 14 თებერვალს საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და კუტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ აბდულაჰ გულისთან და პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. დღესვე ბიძინა ივანიშვილი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩექს შეხვდება.

ვიზიტის დასასრულს გაიმართება ოფიციალური სადილი თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სახელით ბიძინა ივანიშვილის პატივსაცემად.