დავით ბაქრაძე – ყოველ დღე ვუახლოვდებით იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შევჯერდეთ

დავით ბაქრაძე – ყოველ დღე ვუახლოვდებით იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შევჯერდეთ

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმდინარე მოლაპარაკებები ყოველდღე უახლოვდება იმას, რომ მხარეები შეჯერდნენ , - ამის შესახებ იუსტიციის სახლის დატოვების შემდეგ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება შეხვედრის შედეგებს, მისი თქმით, ამას საზოგადოება მას შემდეგ გაიგებს, რაც შედეგი იქნება. "ეს არის სამუშაო პროცესი. რთულია პოზიციების შეთანხმება დიამეტრალური განსხვავებებიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არის რთული ვითარება, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, თუმცა ყოველ დღე ვუახლოვდებით იმას, რომ შევჯერდეთ", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ, რომელმაც საკონსტიტუციო განხილვებთან დაკავშირებით იუსტიციის სახლში გამართული შეხვედრა უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ პავლე კუბლაშვილთან ერთად დატოვა.