სოსო მანჯავიძე ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეით გამოდის

სოსო მანჯავიძე ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეით გამოდის

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ხელმძღვანელი, სოსო მანჯავიძე ვადამდელი საპრეზიდენტო, საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების იდეით გამოდის. როგორც მანჯავიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დროის მოვლენებმა დაადასტურა, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ნდობა დაკარგა.

"იდეალური გამოსავალი იქნება რეფერენდუმის ჩატარება, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა რეფერენდუმზე ისეთია, რომ პრეზიდენტს შედეგების დაბლოკვის უფლება აქვს, რაც მიუღებელია", – აცხადებს მანჯავიძე.
მისი თქმით, ახლანდელი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების პროტესტი გამოწვეულია იმიტირებული დემოკრატიით.