ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა

ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა.

"მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს თანამშრომლები არ გამოცხადდნენ, საქართველოს რკინიგზა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზესტაფონი - გორის მონაკვეთზე მოძრაობა არ შეჩერებულა და ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. არანაირი საფრთხე ტვირთების გადაზიდვას და მგზავრთა გადაყვანას არ შექმნია. რკინიგზის ხელმძღვანელობის და ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს თანამშრომლების შეხვედრა ხვალ გაიმართება", - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.