ვანო მერაბიშვილი - მე ამაყად შევდივარ ჩვენს მიერ აშენებულ ახალ იუსტიციის შენობაში

ვანო მერაბიშვილი - მე ამაყად შევდივარ ჩვენს მიერ აშენებულ ახალ იუსტიციის შენობაში

მე ამაყად შევდივარ ჩვენს მიერ აშენებულ ახალ იუსტიციის შენობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში , დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში დამატებით 92 ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი და ქვეყანაში არავინ არ ფიქრობს დასაქმებაზე და არც ერთი ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა.

"92 ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი ამ პროგრამის ფარგლებში, რაზეც, მე, ჩემი თხოვნით, პროკურატურამ მომიწვია, რადგან მასობრივად დაკითხეს რიგითი სოციალური აგენტები, რომ მე დავეკითხე და თავი დაენებებინათ რიგითი სოცაგენტებისთვის, რომლებიც 600 ათას ოჯახში შევიდნენ, აღწერეს და ანკეტები შეადგინეს. არჩევნების შემდეგ ხალხი ელოდებოდა რომ მათზე სახელმწიფო იზრუნებდა, თუმცა დასაქმებაზე ამ ქვეყანაში არავინ ფიქრობს",-აღნიშნა მერაბიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თქმით, ერთადერთი, რაც ქვეყანაში გაკეთდა, არის ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარი ნათესავები, მეზობლები და ოჯახის წევრები მოაწყვეს "იმ თბილ და რბილ კაბინეტებში", რომლებიც თავის დროზე ძველმა ხელისუფლებამ ააშენა. მერაბიშვილის თქმით, სხვა მხრივ კი, ქართველ ხალხზე არავინ ფიქრობს.

"საქართველოში არათუ არ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, არამედ 92 ათასზე მეტი უმუშევარია. ამიტომ მე ამაყად შევდივარ ჩვენს მიერ აშენებულ ახალ იუსტიციის შენობაში. რა თქმა უნდა, იქ ბევრია ჯერ კიდევ ძველი კადრი, რომლებიც უხერხულ მდგომარეობაში არიან და ძალიან ბევრია ახალი ხელისუფლების ნათესავები და მეგობრები. თუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რომ ის დაპირება, რომელიც დადო და თქვა, რომ ვანო მერაბიშვილს მესამედ მოიყვანდა და ამით დააბალანსებს ვალდებულების შეუსრულებლობას, რომელითაც იგი უკვე ცნობილია, კი ბატონო, მე დიდი სიამოვნებით, არ დამეზარება, შევალ და დიდი სიამოვნებით დავათვალეირებ ჩვენს მიერ აშენებეულ ამ მშვენიერ შენობებს, სადაც სამწუხაროდ დღევანდელი რეჟიმის ნათესავები და ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები"-აღნიშნა მერბაიშვილმა.

ყოფილი პრემიერი აქციის მონაწილეებმა შენობაში ტაშით შეაცილეს.