სასჯელაღსრულების სამინისტროსა და თავართქილაძის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასჯელაღსრულების სამინისტროსა და თავართქილაძის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასჯელაღსრულების სამინისტროსა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა .

მემორანდუმის მიზანია, საქართველოში მყოფ მსჯავრდებულებს მიეცეთ კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება.

როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, თანამშრომლობის საგანს წარმოადგენს მსჯავრდებული პირებისთვის განათლების მიღების უზუნველყოფა და ხელშეწყობა, მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და მეთოდით.

მისი თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტების შესაძლებლობა ეძლევათ, სასწავლო პრაქტიკული მომზადების კურსი გაიარონ სამინისტროში. სწავლების კონკრეტულ მიმართულებებს, ფორმებსა და მეთოდებს მხარეები შეთანხმების გზით განსაზღვრავენ. უპირატესობა ენიჭება დისტანციური სწავლების მეთოდს.

არსებული შეთანხმების ფარგლებში უნივერსიტეტი სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროს შესაბამის დაწესებულებებთან ქმნის იურიდიულ კლინიკებს.

ამასთან, სამინისტრო იღებს ვალდებულებას, შექმნას ყველა აუცილებელი პირობა მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების განსახორციელებლად, კერძოდ, სამინისტრო უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებას, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში ფაკულტეტის პროფესორთა გასვლითი ლექციების ჩატარებას, ასევე სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის არსებობის შემთხვევაში დისტანციურ სწავლებას.