ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთის 2013 წლის ბიუჯეტი 175 მილიონი დოლარია

ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთის 2013 წლის ბიუჯეტი 175 მილიონი დოლარია

ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთის 2013 წლის ბიუჯეტი 175 მილიონი დოლარია, - ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, დღეს ჩატარდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც შვიდი საკითხი განიხილეს. ყველაზე მთავარი საკითხი იყო ბაქო-თბილისი-ყარსის 2013 წლის ბიუჯეტი. მინისტრის განმარტებით, არის სამუშაო საკითხები, როგორიც არის მცირეოდენი ცვლილებები პროექტში, რაც რელიეფით არის გამოწვეული.

"არის სხვადასხვა საკითხები. ასევე, განხილული იყო ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის საკითხი, სადაც არის გარკვეული ცვლილებები. არანაირ შეფერხებას ადგილი არ აქვს, ჩვენ ვემზადებით ძალიან აქტიურად იმისთვის, რომ კლიმატური პირობები როგორც კი მოგვცემს საშუალებას, მუშაობა მაღალი ტემპით განახლდეს, იმისთვის, რომ წლის ბოლომდე შესაძლებელი იყოს თურქეთის საზღვრამდე მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოების დასრულება. თუმცა არის კიდევ რაღაც საკითხები, გარემოს დაცვის სამინისტრო თავისი კუთხით მუშაობს, არის მიწის ნაკვეთების საკითხიც, თუმცა მთავარია ჩვენი განწყობა და ძალიან დიდი პრიორიტეტი რკინიგზის ვადებში დასრულება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თურქეთში თვის მეორე ნახევარში დაგეგმილია სამმხრივი საბჭოს შეხვედრა, სადაც ყველა ვადა შეთანმხდება.