ავღანეთში ნატო-ს ავიაიერიშს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

ავღანეთში ნატო-ს ავიაიერიშს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

ავღანეთში, ნატო-ს ავიაიერიშს შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ `როიტერი~ იუწყება. 

მომხდარს ადასტურებენ ISAF-შიც, თუმცა აცხადებენ, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს კუნარის პროვინციაში ავიაიერიშს მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ.
კუნარის პროვინციის გუბერნატორის ფაზლულა ვაჰიდის ცნობით კი, ნატო-ს მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 4 თალიბანი მებრძოლი, 5 მშვიდობიანი მოქალაქე კი, დაიჭრა.