თეა წულუკიანი - ფული, რომლითაც

თეა წულუკიანი - ფული, რომლითაც "ნაცმოძრაობა" ფინანსდებოდა, სავარაუდოდ, ამოღებული იყო ნაგვისა და დენის ერთმანეთზე მიბმით

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვას პოლიტიკურ დევნასთან კავშირი არ აქვს. 

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში 100 დღიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განუცხადა, ხელისუფლება და პარტია ერთმანეთთან კავშირში იყო და გამოძიების მიხედვით, სავარაუდოდ, პარტიული საქმიანობა ფინანსდებოდა ნაგვისა და დენის ერთმანეთზე მიბმით. კერძოდ, როგორც წულუკიანმა განმარტა, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი აქტივისტები ფინანსდებოდნენ როგორც ჩანს მერიის ბიუჯეტიდან.

"გამოძიებით დგინდება, რომ ფული, რომლითაც, ფაქტობრივად, ფინანსდებოდა "ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ ამოღებული იყო ნაგვისა და დენის ერთმანეთზე მიბმით. კერძოდ, შეიქმნა ფიქტიური სამუშაო ადგილები, რომელსაც აფინანსებდნენ ამ ცვლილებით ამოღებული ფულით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.