ნოდარ ხადური – ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება

ნოდარ ხადური – ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება

გუშინდელი მონაცემებით, საქართველოს ბიუჯეტში 7 მილიონზე მეტი ლარია მობილიზებული 2012 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით , - ამის შესახებ დავების განხილვის საბჭოში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაციაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. 

მისივე განმარტებით, მკვეთრადაა გაზრდილი მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვაც.

"გარდა ამისა, 11 თებერვლის მდგომარეობით, 560 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადია აკრეფილი. მინდა ბიზნესმენებს მადლობა გადავუხადო იმისთის, რომ მუშაობთ. ვფიქრობ, მოსაზრება იმის თაობაზე რომ საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, წლის ბოლოს აღმოჩნდება პესიმისტური. ალბათ, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.