სინ კალასი - საქართველო უნდა გახდეს ევროპული ავიაციის ოჯახის წევრი

სინ კალასი - საქართველო უნდა გახდეს ევროპული ავიაციის ოჯახის წევრი

საქართველო უნდა გახდეს ევროპული ავიაციის ოჯახის წევრი, - ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების არაფორმალური დიალოგის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკომისარმა სინ კალასმა განაცხადა. 

მან ევროკავშირის სახელით განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილები არიან ურთიერთთანამშრომლობით, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს.

"ქართველმა მინისტრმა ისაუბრა სხვადასხვა ტიპის მომსახურების მოსახურების განვითარების, მათ შორის საჰაერო ტრანპორტთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს მიღწეული, რათა ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს და განხორციელდეს. ამაზე ქართველმა მინისტრმა უკვე ისაუბრა, მან ასევე ისაუბრა ევროკონტროლის ურთიერთობებში მონაწილებაზე და მივიჩნევთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ავიაციის ოჯახის წევრი", - განაცხადა სინ კალასმა.

ევროკომისრის თქმით, ეს არ იქნება მარტივი და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მქონე. მისივე განცხადებით, საერთაშორისო ავიაციის ორგანიზაციის წევრობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ქვეყანა ამ ჯგუფის ნაწილი ხდება. ძალიან დიდი პრობლემა გვქონდა საქართველოსა და ევროპას შორის სერტიფიკატებთან დაკავშირებით. დღეს დღის წესრიგში დგას, რომ სერტიფიკატების ძალა აღდგეს. ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ პროცესის მიმდინარეობით, თუმცა ჯერ ადრეა საუბარი საბოლოო შედეგზე, მაგრამ ვამზადებთ ანგარიშს და მას დაახლოებით ივნისში გადავცემთ, რომლის შემდეგ უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა სინ კალასმა და დასძინა რომ ეს პრობლემა გადაწყდება და ამას არც თუ დიდი დრო დასჭირდება.