თეა წულუკიანი -

თეა წულუკიანი - "ნაციონალური მოძრაობა" გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ყვირილს და წუწუნს არჩევს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს მომხდარი ფაქტების გამოძიებას "ნაციონალური მოძრაობა" ხელს უშლის, - ამის შესახებ იუსტიციის მინსიტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" სამინისტროს ასდღიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განუცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" დაზარალებული წარმომადგენლები თავად ამბობენ უარს მოხდეს მათი მოწმის სახით დაკითხვა.

"თბილისის მერი, გიგი უგულავა უარს ამბობს დაკითხვაზე გამოცხადებაზე და ამასთან, ამბობს, რომ იგი არის მსხვერპლი. გამოძებას ექმნება პრობლემები იქიდან გამომდინარე, რომ უგულავა წინააღმდეგია აღწეროს ის მოვლენები, რაც მის ირგვლივ 8 თებერვალს განვითარდა "ნაციონალური მოძრაობა" გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ყვირილს და წუწუნს არჩევს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.