გიორგი კვირიკაშვილი:

გიორგი კვირიკაშვილი: "აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი აქტიური განხილვის ფაზაში არ არის"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი აქტიური განხილვის ფაზაში არ არის.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა სასტუმრო "რედისონში" აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

"ამ წუთას ეს საკითხი აქტიურ განხილვაში არ არის, ვინაიდან ეს არის რთული პოლიტიკური თემა და მისი გადაწყვეტა მარტივი არ არის. ეს ეხება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებს, თუმცა ასევე ჩვენი ღია პოზიციაა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების, აფხაზების ინტეგრაცია ერთიან სივრცეში და მათი ურთიერთობა საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან მისასალმებელია და საქართველო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.