ქრთამის აღების ფაქტზე შუახორგის თემის ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე შუახორგის თემის ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე შუახორგის თემის ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ემზარ ბერაია დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბერაიამ ერთ-ერთ მოქალაქეს მსხვილფეხა საქონლის ყოლის დამადასტურებელი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 600 ლარი გამოართვა.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.