მიხეილ სააკაშვილი დღეს სამეგრელოს ეწვევა

მიხეილ სააკაშვილი დღეს სამეგრელოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა. "ფეისბუქში", პრეზიდენტის ოფიციალურ 

გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რაიონს ესტუმრება და სოფელ ნარაზენში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართავს შეხვედრა.
სააკაშვილს სამეგრელოში 13:30 საათისთვის ელოდებიან.

გუშინ მიხეილ სააკაშვილი კახეთის რეგიონს სტუმრობდა. ის გურჯაანის რაიონის სოფელ ნანიანის მოსახლეობას შეხვდა.