ფოთში ყულევის ტერმინალის პროფკავშირების წარმომადგენელთა გათავისუფლებას გააპროტესტებენ

ფოთში ყულევის ტერმინალის პროფკავშირების წარმომადგენელთა გათავისუფლებას გააპროტესტებენ

ყულევის ნავთობტერმინალის პროფკავშირების წარმომადგენელთა უკანონო გათავისუფლებას დღეს ფოთში გააპროტესტებენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ყულევის ნავთობტერმინალისა და ბათუმის ნავთობტერმინალის პროფკავშირების წარმომადგენელები დღეს ერთობლივ პრესკონფერენციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან, ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად გამართავენ.

პრესკონფერენციის მიზანია მხარდაჭერა გამოუცხადონ ყულევის ნავთობტერმინალის პროფკავშირების თავმჯდომარეს ქართლოს ჯობავასა და პროფკავშირების აქტივისტს ვალტერ გურალიას, რომლებიც სამსახურიდან უსამართლოდ დაითხოვეს.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ შპს "ბარვილ ჯორჯიას", ბათუმის პორტის, ფოთის პორტის და ფოთში ფუნქციონიერებადი კომპანიების პროფკავშირების ლიდერები.

"ზემოთ აღნიშული კომპანიების პროფკავშირები გამოთქვამენ სოლიდარობას უკანონოდ დათხოვნილთა მიმართ და მოითხოენ ქართლოს ჯობავასა და ვალტერ გურალიას სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას. ასევე, ყულევის ტერმინალის ხელმძღანელობის მხრიდან ანტიპროფკავშირული მოქმედებების შეწყვეტას. პროფკავშირები ტერმინალის ხელმძღვანელობას ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაშიც ადანაშაულებს და ამ ფაქტს სახიფათო და დაუშვებელ ქმედებად მიიჩნევს. დეტალურ ინფორმაციას პრესას პროფკავშირების ლიდერები ფოთში გააცნობენ", _ აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.