ბიძინა ივანიშვილი შტეფან ფულეს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი შტეფან ფულეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას მთავრობის კანცელარიაში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა.
დელეგაცია, რომელსაც ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე ხელმძღვანელობს, თბილისში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.

]შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სწრაფვას ნატო-სა და ევროსტრუქტურებისკენ.