დეპუტატები საკანონმდებლო საქმიანობას ხვალიდან დაუბრუნდებიან

დეპუტატები საკანონმდებლო საქმიანობას ხვალიდან დაუბრუნდებიან

დეპუტატები საკანონმდებლო საქმიანობას ქუთაისში ხვალიდან დაუბრუნდებიან. ხვალ, 15:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი, სადაც დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელებენ. 

რაც შეეხება ბიუროს სხდომას, ორშაბათს ტრადიციული სხდომა თბილისში მიხეილ სააკაშვილისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრის გამო არ გაიმართა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დაინიშნება თუ არა სხდომა მიმდინარე კვირის განმავლობაში.

თბილისში მიმდინარე შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გამო უკვე მეორე დღეა, რაც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები არ დადიან.
რეგლამენტის თანახმად, მიმდინარე კვირა საკომიტეტო მოსმენებისთვის არის განკუთვნილი, მომავალი კვირა კი, პლენარულ სხდომებს დაეთმობა.