მინისტრები MFA და SIDA-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

მინისტრები MFA და SIDA-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი კახი კალაძე დღეს შვედური ორგანიზაციების MFA და SIDA-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

როგორც "ინტერპერესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს შორის სამომავლო თანამშრომლობის სფეროები და პერსპექტივები განიხილეს.

შეხევდრაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ყურადღება დეცენტრალიზაციის საკითხებზე, დეცენტრალიზაციის პროცესში შვედური ორგანიზაციების მხარდაჭერაზე, მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკასა და აღნიშნულ სფეროში შვედეთთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა.

სამინისტროს ინფორმაციით, შვედეთის სამეფოს მთავრობა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით (SIDA), 2006 წლიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობისა და ნარჩენების ტრანსპორტირების სისტემის სრულყოფის, ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგების მიზნით.