მაია ფანჯიკიძე - აღმოსავლეთ პარტნიორობის დიალოგის არაფორმალური შეხვედრა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა

მაია ფანჯიკიძე - აღმოსავლეთ პარტნიორობის დიალოგის არაფორმალური შეხვედრა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა

აღმოსავლეთ პარტნიორობის დიალოგის არაფორმალური შეხვედრა მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ პირველი შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ის მინისტერიალი განსაკუთრებულია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ამაზე მოწმობს ის მაღალი დონის დელეგაციები, რომლებიც საქართველოს ესტუმრნენ.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე. წარიმართა საკმაოდ საინტერესო დიალოგი", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის დიალოგის შეხვედრის მეორე სესია ხვალ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მასპინძლობით გაგრძელდება.