თინა ხიდაშელი - პრეზიდენტისა და მისი გუნდისადმი რამდენიმე შეთავაზება გაკეთდა

თინა ხიდაშელი - პრეზიდენტისა და მისი გუნდისადმი რამდენიმე შეთავაზება გაკეთდა

დეპუტატი თინათინ ხიდაშელი ადასტურებს, რომ პრეზიდენტისა და მისი გუნდისადმი გაკეთდა რამდენიმე შეთავაზება, რომელზეც პასუხს ელიან, თუმცა დღეს ხიდაშელმა შეთავაზების დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. 

რაც შეეხება გუშინ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის გამართულ შეხვედრას თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია საზოგადოებამ ხშირად უნდა ნახოს, რათა ნათელი გახდეს თუ რა სხვაობა არსებობს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ადამიანი გუშინ ლაპარაკობდა ყველაფერზე, გარდა იმისა, რასაც თავად ეს შეხვედრა ეძღვნებოდა", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თინა ხიდაშელმა.