დავით ზურაბიშვილი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის ფაქტს დადებითად აფასებს

დავით ზურაბიშვილი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის ფაქტს დადებითად აფასებს

დავით ზურაბიშვილი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის ფაქტს დადებითად აფასებს. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის.
მისივე თქმით, უმრავლესობის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უმცირესობასთან შეთანხმდეს საგარეო კურსის საკითხი და მოხდეს ამის კონსტიტუციაში ჩადება.

ზურაბიშვილმა, ასევე, ისაუბრა პრეზიდენტისა და უსუფაშვილის დებატებზე და აღნიშნა - ნათლად გამოიკვეთა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყო უფრო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ვიდრე - პრეზიდენტი. მან პრეზიდენტისა და პრემიერის შესაძლო შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შეხვედრა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პროცესი გარკვეული შედეგი იქნება მიღწეული.